Wednesday, January 18, 2012

კურიოზი ლობიოს სუპთან დაკავშირებით.


                                          
   ლობიოს წვნიანი





175 ლობიო, 1 ცალი პატარა ტკბილი წიწაკა, 100 ნიახური, 100 სტაფილო, 1 .. მარილი, 0,5 .. ცხარე წიწაკა, 1 თავი ხახვი, 20 მლ ზეთი, 100-150 წითელი პამიდორი, 1 კონა ოხრახუში, 100 პური.

მოზადება: ლობიო რამდენიმე საათით ცივ წყალში დავალბოთ, შემდეგ გადავწუროთ, დავასხათ 1,5-2 წყალი და 1,5-2 საათის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. ლობიო მზად იქნება, როდესაც კარგად დარბილდება. წიწაკა დავჭრათ პატარა კუბებად, ასევე დავჭრათ ნიახური და სტაფილო, მოვათავსოთ წვნიანში, დავუმატოთ ცხარე წიწაკა და ვხარშოთ 20 წუთი. დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვი. ბლენდერში გავთქვიფოთ წვნიანის ბოსტნეულისა და ლობიოს ნახევარი მოშუშულ ხახვსა და ბულიონთან ერთად და ჩავაბრუნოთ ქვაბში. დავუმატოთ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პამიდორი, 2-3 წუთი ვადუღოთ და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. წვნიანს მიირთმევენ გახუხულ პურთან ერთად.
  კურიოზს რაც შეეხება, როდესაც მე პატარა ვიყავი, უკრაინაში ბიცოლამ გააკეთა ასეთი რეცეპტის სუპი, მე კი არ მომეწონა და ყველას ვუხსნიდი, რომ ეა სუპი შეცდომით არის დამზადებული და არ მივირთმევდი, სანამ ქართული რეცეპტით არ დავამზადებინე დედას და ბიცოლას ვუთხარი: აი, ასეთი უნდა გააკეთო ლობიოო.


ავტორი: ვალენტინა კულბიჩი.

No comments:

Post a Comment